შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ოსტატად; 1959-1970წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; იქვე სწავლობდა ასპირანტურაში; ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში იყო ბეტონისა და საშენი მასალების ლაბორატორიის გამგის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი "ენგურჰესის" მაღლივი თაღოვანი კაშხლის ბეტონის შედგენილობის დადგენაში; მონაწილეობდა ბეტონის საკვლევი სტენდის შექმნაში; 1970 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე; 1985 წლიდან სათავეში ჩაუდგა საშენი მასალებისა და ნაგებობების კათედრას; არის 15 საკანდიდატო და 20 სამაგისტრო ნაშრომის მეცნიერ-ხელმძღვანელი; გამოაქვეყნა 142 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20 სახელმძღვანელო, მონოგრაფია, მეთოდური მითითებები, მიღებული აქვს 10 საავტორო მოწმობა და ლიცენზია; დაწერილი აქვს პრაქტიკაში სუპერპლასტიფიკატორების გამოყენების ტექნოლოგია, ბეტონის დენადობის გაზრდისა და ცემენტის ეკონომიისთვის, დანამატებიანი ცემენტები და სხვა; მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში: დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა; მონაწილეობდა ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებში; მიღებული აქვს საპატიო სიგელები და დიპლომები; საქართველოს პატრიარქის მიერ დაჯილდოებულ იქნა "საპატიო სიგელით" სამების ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის; სახელმძღვანელოსთვის "საშენი მასალები და ნაკეთობები" მიენიჭა საქართველოს განათლების სამინისტროს ლაურეატის წოდება; არის ტექნიკური ჟურნალების "საშენი მასალები და ნაკეთობები", "მშენებლობა და ენერგია" სარედაქციო კოლეგიის წევრი; დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1965). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.447; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |