შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს. 1965 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში, დაწყებული არქიტექტორის თანამდებობიდან დამთავრებული საპროექტო ორგანიზაციის დირექტორობამდე; არის მაღალი რეალიზირებული პროექტის შენობის ავტორი თბილისში, ბათუმში, კისლოვოდსკში, ესენტუკში და სოჭში; ასევე, საცხოვრებელი სახლები: ჩიტაძის N11, საირმის გორაზე, მეტეხის პლატოზე, შავთელის და ჩახრუხაძის ქ-ის განაშენიანება, სასტუმრო ვერცხლის ქ. 39 (ქ. თბილისში), სასტუმროები მცხეთაში, კვარიათში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები კლდიაშვილის 26 და ნუროლის საცხოვრებელი სახლი (ქ. ბათუმში), საბაგირო გზა სოჭში, რესტორნები ესენტუკში და კისლოვოდსკში; არის მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების მონაწილე და გამარჯვებული; 1994 წლიდან მრავალი გამარჯვებული სტუდენტის საკურსო, სადიპლომო ნაშრომის და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ხელმძღვანელი იყო; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.447-448 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |