Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ნათიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1961 წლიდან სამუშაოდ გადადის მოსკოვის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროსი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1964 წლიდან მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში არქიტექტორთა ჯგუფის უფროსად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საქართველოს ისტორიისა და ძეგლთა დაცვის მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოში, სამმართველოს უფროსად; 1988 წლიდან დაინიშნა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 2005 წლამდე; 1959 წლიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; მუშაობდა უფროსი მასწავლებლის, ხოლო 2001 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე; მის მიერ დამუშავებულია ლექციების ციკლი დისციპლინებში: "არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები", "საქართველოს არქიტექტურის ისტორია", "არქიტექტურული მეცნიერება და კრიტიკა", "ახალი ტიპის სკოლებისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების კომპლექსი" (არქიტექტორებთან: გ. სოსანიძე, ი. ბერიანიძე); ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებების კომპლექსი პირველად დაპროექტდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით; 1988 წელს არჩეულ იქნა "ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს" (იკომოსი) წევრ-კორესპონდენტად; 1988 წლიდან არჩეულია იყალთოს საპატიო მოქალაქედ; 1998 წელს არჩეულ იქნა საქართველოს იკომოსის კომიტეტის წევრად; 2006 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.449 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |