შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პახომ ნაკაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1959წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1959-1963წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამმართველოს უფროსად; 1963-1967წწ. N9 სამშენებლო ტრესტისა და 1967-1972წწ. N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" მმართველად; 1972-1977წწ. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობისა და 1977-1987წწ. მომარაგება-გასაღების სამმართველოების უფროსად; მონაწილეობდა ქ. თბილისის საცხოვრებელ მასივებში საცხოვრებელი მიკრორაიონების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამრეწველო დანიშნულებისა და ჯანდაცვის ობიექტების, შიდა ქართლის ზონაში საცხოვრებელი სახლების, გორისა და აგარის საკონსერვო, სურამის მინის ტარის ქარხნების, სასტუმროების (ბორჯომსა და ბაკურიანში) მშენებლობაში; დიდი ამაგი მიუძღვის N10 სამშენებლო ტრესტის "მაღლივმშენად" გარდაქმნა-ჩამოყალიბების საქმეში, აქტიურად იყო ჩართული უახლესი კონსტრუქციული გადაწყვეტების დამუშავებასა და ახალი ტიპის მაღლივი საცხოვრებელი სახლების დაპროექტებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.449-450 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |