The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ნაკაიძე

შალვა ნაკაიძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1980  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის (ყოფილი მახარაძის) რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე: საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად, საგზაო სამეცნიერო-კვლევითი სადგურის უფროსად, საგზაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1973 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტის "საქგზამეცნიერების" ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.450

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: