შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიაზ ნანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1968-1972წწ. ეწეოდა შრომით საქმიანობას ჯერ მუშად, ხოლო შემდგომ სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1975-1992წწ. სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ობიექტების მშენებლობაში, როგორებიცაა ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის რეკონსტრუქცია, ფოთისწისქვილკომბინატის, მრავალსართულებიანი საცხოვრებელი სახლების, მალთაყვის საწყალოსნო-სათხილამურო კომპლექსის, ჩაის გადამამუშავებელი კომბინატის, ილია მართლის სახელობის ნაბადის ეკლესიის და სხვა; 1992-1998წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "სათნოს" მთავარ ინჟინრად; 1998 წლიდან დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.450 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |