Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ნარმანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ხიდების, გზების და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1978 წელს. 1978 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაზე; მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსის მშენებლობა; ასევე მუშაობდა ამავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ისეთი მნიშვნელოვანიობიექტების მშენებლობაზე, როგორებიც იყო საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალების შესაბამისი მონაკვეთების აღდგენა-რეკონსტრუქცია და სხვა; 1991-1992წწ. მუშაობდა სს "ალაზნის" გენერალურ დირექტორად; 1992-1993წწ. იყო ქ. სოხუმის გარნიზონის საინჟინრო-სამშენებლო სამსახურის უფროსი; 1995 წლიდან მუშაობდა მოსკოვის "მთავარმეტრომშენის" სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; არის N13 სამშენებლო უბნის უფოროსი; წარმატებული შრომითი საქმიანობისთვის არაერთხელ დაიმსახურა მოსკოვის მერიისა და მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |