შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ნარსია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. პროფესიული საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში"; 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე; იყო მექანიზაციის სპეციალიზებული და მიწისქვეშა სამუშაოთა ტრესტების მმართველი, სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენში" ხელმძრვანელ თანამდებობაზე; 1983 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საშენ მასალათა ტრესტის მმართველი, ხოლო ტრესტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მისი გენერალური დირექტორი; სს "მშენებლის" (გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სამართალმემკვიდრე) გენერალური დირექტორია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |