შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კასრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შ. გაწერილიას სახელოსნო) 1991 წელს. მუშაობდა მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1993 წლიდან რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ორფეოსის სიკვდილი" (გ. შენგელაია, 1996, ნინო). გადაღებულია ფილმებში: "მიზერერე", "1001 ღამე" წაკითხული მსახიობების მიერ" (დ. ჯანელიძე, 1996), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (გ. გაჩეჩილაძე, 2000), "მარტოობის ორდენის კავალერი" (ა. ცაბაძე, 1999), "ნეტავ აღარ იწვიმოს" (მ. არჩვაძე, 2000), "გასეირნება ყარაბაღში" (ლ. თუთბერიძე, 2005, ნანა), "პირველი სიტყვა დაკარგულია" (გ. წიქარიშვილიუ, 2005), "ბედნიერება" (ნ. ალექსი-მესხიშვილი, 2009), და სხვ. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გერმანულ ფილმში, მათ შორის: "დავითის შურისძიება" (1996), "ალიგატორები ყინულში" (1997) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 106; ქართული კინო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: georgian-cinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |