შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ნარსია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1942წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტისა" და "ტყვარჩელსრესში" უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1942-1944წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" "ბაქსანჰესის" მშენებლობის უბნის უფროსად; 1944-1975წწ. მაღალი ძაბვის ქსელების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, ამავრ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის კომპლექსის, საქართველოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაში; 1945 წელს მიავლინეს გერმანიაში, "ენერგომონტაჟის" სამმართველოში სპეცდანიშნულების სამუშაოების შესასრულებლად; იყო "ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის ფრიადოსანი"; დაჯილდოებული იყო მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.451 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |