Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიო ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. ჟვანიას სახელოსნო) 1984 წელს. მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) "მემატიანეში". გადაიღო კინონოველა "სინანული" (1984), დოკუმენტური ფილმები "აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს", "საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ..." (1985), "დედმამიშვილობა" (1986), "იყო ასეთი ჭაბუკი" (მ. გაგუასთან ერთად, 1988), "არჩევნები" (1988), "თანამოაზრენი" (გ. ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვ. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: "სიყვარული ყველას უნდა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, 1980), "მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში" (ნ. ჯორჯაძე, 1981), "სანამ წვიმა გადაივლიდეს" (ქ. დოლიძე, 1984), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ჩვენი ჯერია ბიჭებო!" (ბ. წულაძე, 1986, თენგო მაისურაძე), "ავტორიტეტი" (ე. ბადურაშვილი, 1987), "ძაღლის ალღო" (გ. დადიანი, 1989), "ცოდვის დღესასწაული" (ე. ბადურაშვილი, 1990), "ვეფხისტყაოსანი" ანუ კავკასიური მარყუჟი" (თ. ჩიხლაძე, 2005). ქართული ღვინის კომპანია "თელიანი ველის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; სპორტის სასახლის დირექტორი. 2018 წლის 29 მაისს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |