Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნასიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1932 წელს; ქ. მოსკოვის ტიმირიაზოვის სახელობის სოფლის მეურნეობით აკადემიის ასპირანტურა. 1933 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; 1941-1952წწ. ხელმძღვანელობდა გვირაბებისა და ხიდების მშენებლობას (სოჭსა და სოხუმში); 1952 წელს დაინიშნა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის სამმართველოს უფროსად (შემდეგ სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენი"); 1952-1957წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე "თბილგვირაბმშენის" მიერ შესრულებულ დიდი მოცულობის მოსამზადებელ და ძირითად სამუშაოებს, ახალგაზრდა სპეციალისტთა ბაზაზე მეტრროპოლიტენის მაღალკვალიფიციური კოლექტივის შექმნას; 1957-1959წწ. სათავეში ედგა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტს; 1959-1961წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა საპასუხისმგებლო უბნებს; 1962-1965წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დირექტორის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში; იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი და თბილისის საქალაქო საბჭოების დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.452 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |