The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაფიელ კეზელი

რაფიელ კეზელი
Date of birth:5 May, 1911
Date of death:30 April, 1998  (at 86 years)
Category:Entertainer

Biography

დაამთავრა ამიერკავკასიის კავშირგამბულობის ინსტიტუტი რადიოინჟინრის სპეცილობით 1938 წელს.

1939-1989წწ. მუშაობდა "ქართულ ფილმში" ხმის ოპერატორად ფილმებზე: "ხიდი", "სად არის შენი ბედნიერება მზია?", "ზღვის შვილები" (კ. პიპინაშვილი), "ჭირვეული მეზობლები", "საბუდარელი ჭაბუკი", "ხევსურული ბალადა", "ჯვარცმული კუნძული", "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე); "ბედნიერი შეხვედრა", "მაგდანას ლურჯა" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე), "ჩემი ეზო", "მაია წყნეთელი", "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო, ილარიონი" (თ. აბულაძე), "განაჩენი", "უდიპლომო სასიძო", "მხიარული რომანი" (ლ. ხოტივარი), "დიდი მწვანე ველი" (მ. კოკოჩაშვილი), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე), და სხვ. ჩაწერა 30-დე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის "60 წელი სცენაზე. ელისაბედ ჩერქეზიშვილი" (შ. მანაგაძე), "ბორის პაიჭაძე" (რ. ჩხეიძე), "დიმიტრი არაყიშვილი" (თ. აბულაძე), "ჩვენი სასახლე" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე); ანიმაციური ფილმები: "ჩხიკვთა ქორწილი" და "წუნა და წრუწუნა" (ა. ხინთიბიძე), "ეკა და ბეკეკა" (მ. გედევანიშვილი), 150-მდე დუბლირებული და აღდგენილი ფილმი. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 107; m.facebook.com

Awards and Honors

  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Share: