The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ნაცვლიშვილი

ავთანდილ ნაცვლიშვილი
Date of birth:23 February, 1953  (72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978 წელს დაიწყო  შრომითი საქმიანობა; 1994 წლამდე მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში; იყო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, განყოფილებისა და მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, ტრესტის მმართველი; 1994 წლიდან სს "რიონის" გენერალური დირექტორია; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა იმერეთის ზონის სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას და სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.455


Share: