The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ნაჭყებია

ვაჟა ნაჭყებია
Date of birth:2 May, 1939  (85 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი "წყალმომარაგების და კანალიზაციის" სპეციალობით 1963 წელს.

1963-1967წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტების "თბილქალაქპროექტისა" და "საქქალაქმშენსახპროექტის" ინჟინრად, უფროს ინჟინრად და ჯგუფის ხელმძღვანელად; 1967 წლიდან სწავლობდა ასპირანტურაში; 1970-1971წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "კომუნალური და სამრეწველო წყალმომარაგების და კანალიზაციის" დარგობრივ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად; 1971-1978წწ. წყალმომარაგების და კანალიზაციის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 1978 წელს არჩეულ იქნა კათედრაზე დოცენტად, ხოლო 2006 წელს ასოცირებულ პროფესორად; 1976-1983წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1996-2006წწ. ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის უფროსი; 1983-2008წწ. მუშაობდა წყლის რესურსების გამოყენების, წყალმომარაგების კათედრის გამგის მოადგილედ; მონაწილეობდა უკრაინისა და შუა აზიის რესპუბლიკების, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ცხინვალის და საქართველოს სხვა ქალაქების წყალმომარაგების სისტემების ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებაში; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა და სახელმძღვანელო; მინიჭებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს და საქართველოს განათლების სამინისტროს პრემიები; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.455

Bibliography


Share: