შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კერესელიძე![]()
ბიოგრაფია1908 წელს, კინოში მოღვაწეობა თბილისის კინოთეატრში კინომექანიკოსობით დაიწყო. 1910-1912წწ. მუშაობდა სოფიო ივანიცკაიას ლაბორატორიასა და გამქირავებელ კანტორაში ლაბორანტის თანაშემწედ და მექანიკოსად, 1912-1916წწ. მოსკოვში, ა. დრანკოვის კინოფაბრიკის ლაბორანტად, 1924-1925წწ. საქართველოს "სახკონმრეწვის" ლაბორატორიაში ლაბორანტად, შემდეგ წლებში ქრონიკალურ-დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ოპერატორად. გადაიღო რამდენიმე ეპიზოდი ფილმისა "კავკასიის დამორჩილება" (ლ. ჩერნი, 1913). დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა "გოგი რატიანი" (ს. ზაბოზლაევთან ერთად / კ. მარჯანიშვილთან, 1927), "ელისო" (ნ. შენგელაია, 1928), "უგუბზიარა" (ა. დიღმელოვთან ერთად /დ. რონდელი, 1930), "განწირულნი" (ლ. პუში, 1930), "ჰასანი" (ნ. ბაშთან ერთად /კ. მიქაბერიძე, 1932), "მდინარის გაღმა" (ზ. ბერიშვილი, 1935). მუშაობდა დოკუმენტურ კინოში. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |