The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ გაბაიძე

თემურ გაბაიძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი (სპეციალობა მეან-გინეკოლოგი) 1992 წელს.

1999-2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის II კურსზე მყოფი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში; 1992-1993წწ. გაიარა აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინტერნატურა; 1993 წლიდან ხულოს რაიონის სამშობიარო სახლის ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1993-1999წწ. ხულოს რაიონის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1999-2004წწ. შპს ხულოს დედათა და ბავშვთა რეგიონალური ცენტრის დირექტორი; 2004 წლიდან შპს "ბათუმის სამშობიარო სახლის" დირექტორი; 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მრავალჯერ აიმაღლა კვალიფიკაცია თავისი პროფილით: ლაპარასკოპიაში (1998, 1999, 2002, ქ. თბილისის პროფესორ იოსებ ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი); მეან-გინეკოლოგიაში (1997, ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიურ კლინიკაში), პირველ ექსპერიმენტულ კლინიკურ სახლში (1997, ქ. თბილისი). ექიმი მეან გინეკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი აჭარაში. 2002 წელს მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საუკეთესო მეან-გინეკოლოგის წოდება. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2002), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციისთემა - "აბდომინალური გზით წარმოებული საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენის თავისებურებანი", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.94; ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.geსაქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.932-933

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია, წევრი და ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • 1997 - ღირსების მედალი

გააზიარე: