The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ კვანტალიანი

თეიმურაზ კვანტალიანი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე 1974-1978წწ. დაამთავრა სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (ნ. მიხალკოვისა და ვ. გრამატიკოვის სახელოსნო) 1990 წელს. 

1990-1991წწ. იყო საქართველოს ტელე-რაიდიო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. 1992-2001წწ. მოღვაწეობდა ლიტვაში. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: "მიცვალებულთა კუნძული" (2003), "თამაში" (1990), "ბიძინა" (1987). გადაღებულია ფილმებში: "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976), "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბლუანი, 1980), "უძინართა მზე" (თ. ბაბლუანი, 1992). კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.109; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: