The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესო ალადაშვილი

ბესო ალადაშვილი
ოფიციალური სახელი:ბესიკ ალადაშვილი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

მიღებლი აქვს უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლება; დაასრულა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ორგანიზებულ და საფინანსო დანაშაულთან ბრძოლის სემინარ-კურსები.

1994 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ დოცენტი, შემდეგ პროფესორი. მუშაობდა: სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის გამგედ; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში კურირებდა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში - დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში - დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; გეოპოლიტიკის, მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია. სპეცსამსახურების ისტორიისა და დღევანდელ პრობლემატურ თემებზე გამოქვეყნებული აქვს ხუთასზე მეტი სტატია.  არის ცხრა წიგნის ავტორი: "სპეცსამსახურები და შპიონაჟი" (2005 ), "შპიონაჟის საიდუმლო" (2007), "მსტოვრობის ისტორია საქართველოში" (2009), "სპეცსამსახურები და შპიონაჟი- 3" (2009), "ვინ დასეირნობს პრეზიდენტის სასახლეში: შპიონები თუ მოჩვენებები" (2009), "სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე" (2010) და "ეკონომიკური უსაფრთხოება: თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა" (2011), "რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ 1918–1921 წლებში" (2018) და "სპეცსამსახურების არქივები. ლუსტრაცია" (2019). არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. ორ ათეულ წელზე მეტია ლექციებს კითხულობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. სამხედრო წოდება - უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ააიპ "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრი" , თავმჯდომარე
  • ქართული არმიის განვითარების ფონდი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2004-2005)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: