შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ნებიერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა სამთო ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია 1977 წელს. 1977 წელს დაიწყო შრომითი საქმიანოიბა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგაზპროექტში"; 2000 წლიდან მუშაობდა საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტში "ტრანსპროექტი" საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფორსის თანამდებობაზე; მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევაძიების გამოყენებით დაპროექტებულია მრავალი საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები საქართველოში: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალი; "ზესტაფონი-ქუთაიოსი-სამტრედიის" მონაკვეთის 58 კმ ავტომაგისტრალი; "თბილისი-რუსთავის" მაგისტრალური გზის მშენებლობა, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზისა და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის მშენებლობა, "სენაკი-ფოთი-სარფის" მაგისტრალური გზის 89-96 კმ მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობა, "ვაზიანი-გომბორი-თელავის" საავტომობილო გზის 1-66 კმ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საპროექტო ინსტიტუტ "ტრანსპროექტში" საავტომობილო გზების პროექტირებისას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევაძიების საქმის განვითარებაში; წარმატებული შრომითი საქმიანობისათვის მიღებული აქვს საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.457
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |