შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სურენ გორსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი 1940 წელს. 1918-1922წწ. სწავლობდა საბალეტო სკოლაში მ. პერინის ხელმძღვანელობით; 1921-1922წწ. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსახიობად; სხვადასხვა წლებში მუშობდა ბაქოს, ერევნის, სვერდლოვსკის და ნოვოსიბირსკის თეატრებში; 1926-1960წწ. თბილისის ოპერისა და თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე სოლისტია; 1941 წელს ერთდროულად ეწეოდა რეჟისორობას და დგამდა ცალკეულ სპექტაკლებს.მრავალი წლის მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე ის ხელმძღვანელობდა საბალეტო დასს, როგორც დასის გამგე და ბალეტის წამყვანი რეჟისორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გირე-ხანი (ბ. ასაფიევის "ბაღჩი სარაის შადრევანი"), პეტროვი (დ. თორაძის "მშვიდობისათვის"), ბაზალი, ესპადა (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), კომანდორი (ა. კრეინის "ლაურენსია"), მეფე ჯიმშერი (გ. კილაძის "სინათლე"), თოვლის ბაბუა, პრინცი ზიგფრიდი (პ. ჩაიკოვსკის "შჩელკუნჩიკი", "გედის ტბა"), კორსარ ბირბანტო (ა. ადანის "კორსაო"), ჯარჯი და თავადი ზაალი (ა. ბალანჩივაძის "მთების გული"), ჩინოვნიკი (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მეფე (დ. თორაძის "გორდა"), განსი (ა. ადანის "ჟიზელი"), ივანუშკა (რ. შჩედრინის "კუზიანი კვიცი"), ფები და გრენუარი (ც. პუნის "ესმერალდა"), ფრანცი (ლ. დელიბის "კოპელია") და სხვა. ს. გორსკი იყო შემსრულებელი სოლო ცეკვებისა საოპერო სპექტაკლებში. დირიჟორობდა საბალეტო სპექტაკლებს - "დონ კიხოტი", "გედების ტბა", "ბაღჩისარაის შადრევანი". წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.111-112 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |