The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კორინთელი

დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1934
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 2006  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი, სცენარისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის გნყოფილება 1957 წელს. 

1960-იან წლებში ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო სატელევიზიო ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი. მისი სცენარებით გადაღებულია სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმები: "ყოველი გოჯი" (ვ. ვეფხვაძე, 1978), "პირადი მაგალითი" (გ. ვეფხვაძე, 1979), "მეგობრობა" (გ. ვეფხვაძე, 1980), "ბიჭვინთა" (ჯ. ებრალიძე, გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1980), "ალმასი" (მ. გვანცელაძე, 1987), "სად არის ძმაი შენი" (მ. გვანცელაძე, გ. ბარნაველი, 1989), "საზღვაო ჭიშკარი" (მ. ბორაშვილი, 1996) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.115


გააზიარე: