The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საშა ჯინჭარაძე

საშა ჯინჭარაძე
Legal name:ალექსანდრე ჯინჭარაძე
Date of birth:16 January, 1896
Date of death:17 August, 1970  (at 74 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; დაამთავრა სენ-მექსანის სამხედრო სკოლა უფროსი ლეიტენანტის წოდებით 1922 წელს და ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. 1926 წელს დაასრულა სწავლა ფონტებლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლა. 

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წელს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. 1918-1921 წლებში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში, 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა ბრძოლებში კოჯორსა და ტაბახმელასთან. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1921 წელს მივლენილ იქნა საფრანგეთში სამხედრო საქმის სასწავლებლად. უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში მსახურობდა მაროკოში (1927-1929), მაროკოსა და ალჟირში (1930-1940). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის ივნისში ნორუაისთან ბრძოლაში კაპიტანი ალექსანდრე ჯინჭარაძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1946 წლამდე მაროკოში იყო. 1948 წელს მიიღო მაიორის ჩინი. 1948 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში, მსახურობდა კაიროში, ბეირუთსა და იერუსალიმში. 1952-1954 წლებში იყო ჩრდილო აფრიკული ათასეულის უფროსი ავსტრიაში. 1954 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან და სხვა ქართველ ოფიცრებთან (მიხეილ დადიანი, სიკო კობიაშვილი, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი და დავით შალიკაშვილები) ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლდა. 1955-1962 წლებში იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან, იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე უცხოური ლეგიონის ამხანაგობის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა  ნიუ-იორკში. მისი მეუღლე იყო ცნობილი ფირმა "Prince Matchabelli"-ს დამაარსებლის გიორგი მაჩაბლის და ნინო, ქალიშვილი – ქეთევან ჯინჭარაძე ომის წლებში ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ქართველი სამხედრო ოფიცერი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. მიღებული აქვს საბძოლო ჯვარი, საპატიო ლეგიონის ორდენი, წმინდა გიორგის ჯვარი პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე ბრძოლისათვის.

წყარო: ქართველი ემიგრანტები უცხოურ ლეგიონში / რუსუდან დაუშვილი // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / გრიგოლ მაჩაბლის ფონდი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.17 (dspace.nplg.gov.ge)


Share: