Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრონიკე გაბისულავა![]()
Biographyანდრონიკემ, მეორე ბერთან, ქვაბალია მახარებელთან ერთად, სამეგრელოს მთავრის ვამეყ I დადიანის (1384-1396) დავალებით კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი, რომელმაც შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით შეამკო წალენჯიხის მთავანგელოზთა ტაძარი. ამის შესახებ მოთხრობილია ტაძრის სვეტებზე მოთავსებულ საღებავით შესრულებულ ქართულ და ბერძნულ წარწერებში. წალენჯიხის მხატვრობა პალეოლოგოსთა ეპოქის ბიზანტიური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კირ მანუელ ევგენიკოსს ტაძრის მოხატვაში გაბისულავა ანდრონიკე და ქვაბალია მახარებელი ეხმარებოდნენ. წალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი. წყარო: არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტ.II/ ე.თაყაიშვული. - თბ., 1914.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |