The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქვაბალია მახარებელი

Date of birth:13??
Date of death:13??
Category:Painter, Religious leader

Biography

ოდიშის მმართველის, მანდატურთუხუცესისა და ერისთავთ-ერისთავის ვამეყ I დადიანის მიერ ანდრონიკე გაბისულავასთან ერთად კონსტანტინოპოლში იყო წარგზავნილი, საიდანაც  ჩამოიყვანეს მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი. მანუელ ევგენიკოსმა მოხატა წალენჯიხის ტაძარი. ვამეყ დადიანის მმართველობის დროს, რომელიც მარი ბროსეს მიხედვით 1384-1396 წლით უნდა განისაზღვროს (150 წლის წინათ შემოთავაზებული ეს თარიღი დღემდე საყოველთაოდ გაზიარებულია). მანუელ ევგენიკოსის მოღვაწეობა, წალენჯიხის მხატვრობა და შესაბამისად ქვაბალია მახარებელის მოღვაწეობა XIV საუკუნის ბოლო მეოთხედით თარიღდება. ქვაბალია მახარებელი, ისევე, როგორც მხატვარ მანუელ ევგენიკოსის მასთან ერთად ჩამომყვანი ანდრონიკე გაბისულავა, დასახელებულია ტაძრის ორ წარწერაში–ერთი ასომთავრული, შესრულებული შავი საღებავით თეთრ ფონზე ტაძრის გუმბათქვეშა სვეტის ჩრდილო-დასავლეთის წახნაგზე, ხოლო მეორე ბერძნული, შესრულებული მთავრული ასოებით, შავი საღებავით თეთრ ფონზე, იმავე სვეტის მეორე, დასავლეთის უფრო ფართო წახნაგზე. ქართული წარწერა ერთ ადგილას სამი სტრიქონის ფართობზე დაზიანებულია (ჩამოშლილია შელესილობის ფენა), ამიტომ მახარებლის და ანდრონიკეს ვინაობა გაურკვეველია, სამაგიეროდ ბერძნული წარწერის მიხედვით აშკარაა, რომ ორივენი ბერ-მონაზვნები ყოფილა. სხვა ცნობები მახარებელ ქვაბალიას, ანდრონიკე გაბისულავას და მათ მიერ ჩამოყვანილ მხატვარ კირ მანოელ ევგენიკოსის შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ წალენჯიხის ტაძრის მხატვრობა პალეოლოგების ეპოქის, მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშად არის მიჩნეული. წალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი.


Share: