შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი 1958 წელს. 1959-1972წწ. იყო ახალციხის მესხეთის გუნდის უფროსი მწვრთნელი; 1972 წლიდან საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოელი"-ს გენერალური დირექტორი. საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი (2002 წლიდან); საბჭოთა კავშირის I, II, III ადგილის მფლობელი; ჩოხელის თასის მფლობელი. დაჯილდოებულია დინამოს ცენტრალური საბჭოს სიგელით (1983) და დიპლომით სპორტული რეზერვების მომზადებისათვის (1984); განათლების სამინისტროს მადლობის სიგელით საკავშირო სპარტაკიადაზე ნაკრები გუნდების წარმატებაში განსაკუთრებული წვლილისათვის (1985); "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს საპატიო სიგელით (1988); მრავალი ტურნირის გამარჯვებული. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.331 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |