Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ნემსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს; ასპირანტურა 1977 წელს. 1978-1996წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1996-2002წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, დეპარტამენტის უფროსად და მინისტრის მოადგილედ; 2003-2008წწ. იყო გერმანიის "ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების" ქალაქგეგმარებისა და მშენებლობის ექსპერტი; 2008 წლიდან პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი ბიჭვინთაში, ქართული კულტურის ცენტრი იერუსალიმში, ტრავმატოლოგიის ცენტრი თბილისში, "ოლიმპიური ბაკურიანის" და "მწვანე კონცხის" ქალაქგეგმარებითი კონცეფციები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გენგეგმა და სასწავლო კორპუსები ქ. თბილისში, აეროპორტი ქ. ბათუმში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში, ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენგეგმა, განაშენიანების პროექტები ქ. თბილისში; მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს კანონების: "არქიტექტურული საქმიანობის", "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების" შესახებ, აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა (2001 წლის პირველი რედაქცია) და "საქართველოს სამშენებლო კოდექსის" (2005 წლის პირველი რედაქცია) შემუშავებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.458 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |