Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ნიკოლაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1980წწ. იმავე სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1980-1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის გურჯაანის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1986 წლიდან ამავე ტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორი იყო; მონაწილეობდა ჭადრაკის სასახლის, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის, სახელმწიფო ფილარმონიის მშენებლობაში; მისი ხელმძრვანელობით აშენდა თბილისის ონკოლოგიური ცენტრი (400 ადგილზე), საქართველოში პირველად დანერგილი, მოცულობითი ბლოკების გამოყენებით, გურჯაანის საავადმყოფო (350 ადგილზე), სკოლები და საცხოვრებელი სახლები; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.458-459
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |