The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ნიკოლაიშვილი

ავთანდილ ნიკოლაიშვილი
ოფიციალური სახელი:ამირან ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1980წწ. იმავე სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1980-1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის გურჯაანის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1986 წლიდან ამავე ტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორი იყო; მონაწილეობდა ჭადრაკის სასახლის, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის, სახელმწიფო ფილარმონიის მშენებლობაში; მისი ხელმძრვანელობით აშენდა თბილისის ონკოლოგიური ცენტრი (400 ადგილზე), საქართველოში პირველად დანერგილი, მოცულობითი ბლოკების გამოყენებით, გურჯაანის საავადმყოფო (350 ადგილზე), სკოლები და საცხოვრებელი სახლები; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.458-459


გააზიარე: