The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაფიელ ნინიძე

Date of birth:22 February, 1911  (114 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის სამრეწველო - ეკონომიკური ტექნიკუმი 1931 წელს; ქ. თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი 1939 წელს.

სწავლასთან და პარალელურად მუშაობდა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტებზე; 1939 წლიდან მუშაობდა ყაზბეგის მაღალმთიან რაიონში მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მშენებლობაზე ინჟინრად; 1940-1947წწ. თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1953-1957წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის"მმართველის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1957 წელს დაინიშნა ახალშექმნილი საწარმოო ტრესტ "თბილმშენინდუსტრიის" ხელმძრვანელად; 1960-1962წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარი ინჟინერი; 1962-1963წწ. "საქორგტექმშენის" მმართველი; მშენებლობის ინდუსტრიული ბაზის ცენტრალიზებისა და სწრაფი განვითარების მიზნით საქართველოს მშენებლობის სისტემაში 1963 წელს შეიქმნა საწარმოო ტრესტი "საქმშენინდუსტრია", რომლის მმართველადაც ის დაინიშნა; 1965 წლიდან იყო "მთავართბილმშენის" უფროსის მოადგილე, მისი პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო "მთავართბილმშენის" ობიექტებზე და მთლიანად "საქმშენინდუსტრიის" საწარმოებში ახალი ტექნიკის დანერგვა, ქარხნული წარმოების რკინაბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების უნიფიცირება, მათი წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესება და ამ სფეროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები; არაერთგზის არის არჩეული ქ. თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად; იყო საქართველოს პროფსაბჭოს მშენებლობის ხელშემწყობი საბჭოს "სასკოლო, სკოლამდელი და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მშენებლობის" სექციის ხელმძღვანელის მოადგილე. დაჯილდოებული იყო სამი მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.461-462

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: