The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ნიჟარაძე

გენო ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1979-1986წწ. N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1986-1991წწ. იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1991 წლიდა N3 ტრესტის მმართველად; სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის VI და VIII კორპუსების, N5 სამშობიარო სახლის, N1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიისა და გინეკოლოგიის კორპუსების, სამთო ინსტიტუტისა და სატყეო მეურნეობის, გლდანის რაიაღმასკომისა და რაიკომის შენობების, "საქმშენის" ბაზის (საბურთალოზე), ორგანული ქიმიის საწარმოო კორპუსის, სისხლის გადასხმის ცენტრის (ქავთარაძის ქუჩაზე) მშენებლობაში; მისი მონაწილეობით აშენდა ცენტრალური არქივისა (ვაჟა-ფშაველაზე) და კავშირგაბმულობის (რუსთაველზე) შენობები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი (ნუცუბიძის ქუჩაზე), სპორტულ ნაკეთობათა და ქსოვილების ფაბრიკები, ფაბრიკა "დინამო", ელექტროგამომთვლელი მანქანების (მუხიანში), ტელევიზორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხნები, "ბავშვთა სოფელი" (ნუცუბიძის მე-4 მკ/რაიონში), უნივერსიტეტის II კორპუსი, პოლიკლინიკა (ვაჟა-ფშაველაზე), სკოლები, საბავშვო ბაღები (თბილისის სხვადასხვა რაიონებში) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.462-463

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: