Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს. 1942 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "წყალპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1947-1965წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობისა და ტრანსპორტის სამინისტროების სისტემებში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1965-1973წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" - მმართველად; 1973-1974წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქჰიდროპროექტში" - დირექტორის მოადგილედ; 1974-1986წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში - სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ სპეციალისტად; ხელმძღვანელობდა საქართველოში 100-მდე სარკინიგზო და საავტომობილო ხიდის, მათ შორის, "საჩხერე-ზესტაფონის" სარკინიგზო მონაკვეთის ხიდების (მდ. ყვირილაზე) და ბარათაშვილის სახელობის ხიდის (თბილისში, მდ. მტკვარზე) მშენებლობას; დიდი წვლილი შეიტანა "ენგურჰესის" მშენებლობაში; შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.463 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |