The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნოდია

გიორგი ნოდია
Date of birth:26 September, 1915
Date of death:1983  (at 67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1940 წელს.

1941-1942წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოს სისტემაში ინჟინრად; 1945 წელს იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, არმიიდან მობილიზების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N8 და N11 საგზაო-საექსპლუატაციო უბნების უფროსად; 1957-1983წწ. ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა "ხობი-სენაკის", "სენაკი-აბაშის", "აბაშა-სამტრედიის", "ხობი-ზუგდიდის", "სენაკი-ჩხოროწყუსა" და "ჯვარი-მესტიის" საავტომობილო გზების მონაკვეთების, რამდენიმე ათეული სახიდე გადასავლელისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.463-464


Share: