შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიპე ყაითმაზაშვილი![]()
ბიოგრაფიაფილიპე ყაითმაზაშვილი იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი და განმანათლებელი. დოსითეოზ ნეკრესელის ცნობით, იყო საქართველოში მცხოვრები "ჰარმანთა" (სომეხი ეროვნების) მღვდელი, "ძე აზნაურთა". მას მდივანბეგი იოანე ორბელიანი "ჩუენთაგან აზნაურს" (ე.ი. ორბელიანების აზნაურს) უწოდებს. იგი ფილიპეს "თანამესხოლედ" (თანასკოლელად) მოიხსენიებს – ისინი ერთად სწვლობდნენ სომხეთიდან მოსულ ეპისკოპოს ავეტიკთან. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიღრმავა მან ცოდნა ფილისოფიასა და თეოლოგიაში. იგი დიდად იყო დაფასებული სომხურ-ქართულ განათლებულ წრეებში, მას "ზედმიწევნილ" ფილოსოფოსად მოიხსენიებდნენ. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |