Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იზანი ცერცვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი; 1985 წელს გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები. 1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. მის მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად. ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთის ომის დროს. მოწინაღმდეგის პოზიციების დასაბომბად დაახლოებით 60 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1993 წლის 23 სექტემბერს მისი სუ-25 ჩამოაგდეს სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებასთან. ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. წყარო: ok.ru/group; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.114 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |