The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ ცუხიშვილი

არსენ ცუხიშვილი
Date of birth:7 July, 1966  (58 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, საჩხერის მუნიციპალიტეტი.

1983-1987 წლებში სწავლობდა თბილისის უმაღლეს სამეთაურო-საარტილერიო სასწავლებელში. 1987-1992 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის არმიაში. 1993 წლის თებერვლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო სამხედრო კომენდანტის თანაშემწე (1992-1993), გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სასწავლო განყოფილების ოფიცერი, უფროსი ოფიცერი (1994-1995), თავდაცვის მინისტრის რეფერენტი, თანაშემწე, ადიუტანტი (1995-1998), გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სასწავლო განყოფილების უფროსის მოადგილე, არტილერიის შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსი (1999-2000), თავდაცვის მინისტრის მოადგილის აპარატის უფროსი, J-7 სამმართველოს დაწყებითი სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსი (2001-2002), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექცია (გენერალური ისნპექცია), უფროსი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი (2003-2005), საარტილერიო ბრიგადის G-3 ოფიცერი, საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსი, დივიზიონის მეთაური (2005-2007), საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი (2007-2008), მეორე საარტილერიო ბრიგადის მეთაური (2008-2009), პირველი ქვეთი ბრიგადის მეთაური (2009). 2000-2002 წლებში გაიარა უკრაინის ნაციონალური აკადემიის არასრული კურსი. 2002-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრიტანულ ცენტრში (ინგლისური ენა), ხოლო 2003-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკადემიის ერთიანი ენობრივი მომზადების ცენტრში (თურქული ენა). 2004 წელს გაიარა გენერალური ინსპექციის ინსპექტორის ტრეინინგები (ამერიკული პროგრამებით), 2007 წლის ნოემბერში კი ერთთვიანი საშტაბო კურსები. 2005 წლიდან საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი, 2008-2009 წლებში იყო მეორე საარტილერიო ბრიგადის მეთაური, 2009 წლიდან პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე. 2014 წლის 1 იანვრიდან გენერალური შტაბის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლი, 2015 წლიდან კი ხელმძღვანელობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენს. საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი. უმწიკვლო სამსახურისთვის მიღებული აქვს I ხარისხის უწყებრივი და გენერალ გიორგი კვინიტაძის უწყებრივი მედალები.

წყარო:  webcitation.org

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: