შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. მუშაობდა ქ. სოხუმში საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" არქიტექტორ-დამპროექტებლად; 1983-1997წწ. იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო სახელოსნოს არქიტექტორ-რესტავრატორი; 1997-1999წწ. მუშაობდა მოსკოვში სამშენებლო ფირმა "ირისტონის" სამუშაოთა მწარმოებლად; 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრში, არის სამეცნიერო საბჭოს წევრი; მის მიერ შესრულებული საპროექტო და სარესტავრაციო სამუშაოებია: ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესია დიღომში, სამონასტრო კომპლექსი ქოშიგორაზე, სამონასტრო კომპლექსები დაბა კოჯორში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესია კოჯორში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჩოხატაურის რაიონში, თელავის რაიონის სოფ. ბუშეტის გუმბათიანი ტაძარი, წმ. ნინოს სახელობის ეკლესია გიგოს გორაზე, სამონასტრო კომპლექსი ცავში, ალავერდის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი, მე-16 საუკუნის აბანო, სასახლე, სიძველეთ-საცავი, ატენის ტაძარი, გორიჯვარი, ქ. თელავის ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, სამშვილდის სიონი, დაღესტანში ქართული ეკლესია (დათუნა), ჩეჩნეთ-ინგუშეთის ქართული ეკლესიები: ალბიერდი, ტყობა-ერდი, ზუგდიდის ეკლესია, თუშეთის ძეგლები, შენაქოს ეკლესია, ილიურთა, ძამის ხეობის ძეგლები, გორის ციხე, დრის ციხე, სამშვილდის სიონი, აბედათის ციხე, ნოქალაქევის კომპლექსი, თვალივი ხარჭიშოს ეკლესია, საღამოს ეკლესია ახალქალაქში, ზემო ალვანის სამების ეკლესია და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.464 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |