Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ნუცუბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. 1946-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, უფროსის მოადგილედ; 1960-1965წწ. იყო N4 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი; 1966-1985წწ. ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" N2 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი; აღნიშნული ქარხნების მიერ გამოშვებული კონსტრუქციებით აშენდა სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი: საავტომობილო, ლითოფონის, ელექტრომექანიკური, რეზინის ნაკეთობათა ქარხნები, აბრეშუმისა და ბამბეულის კომბინატები (ქუთაისში), საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები დასავლეთ საქართველოს რაიონებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.464 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |