შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ოდიშარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადეგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1962 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" არქიტექტორად; 1964 წლიდან თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; იყო მრავალი ექსპერიმენტული და ინდივიდუალური პროექტის ავტორი და თანაავტორი; მათ შორის: ექიმთა დახელოვნების ს/კ ინსტიტუტის (თბილისში), ორდარბაზიანი დრამატული თეატრის (ქ. მახაჩყალაში), სამხარეო მუზეუმის (ქ. მაიკოპში), 2000-ადგილიანი პანსიონატის (ქ. ნებუგში, ტუაფსეს რაიონი), უნივერმაღის (ქ. კასპიისკში), 506-ადგილიანი (ქ. ნოვოროსიისკში), 818 და 824-ადგილიანი სასტუმროების (ქ. თბილისში, ვ. ბაგრატიონის ქუჩაზე, თემქის დასახლებაში), ქ. ქუთაისის ცენტრის რეკონსტრუქციის საკონკურსო პროექტის (აღინიშნა პრემიით) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.465 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |