შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ოდიშარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. 1964-1966წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო დონის როსტოვში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "იუსტალკონსტრუქციის" სამონტაჟო სამმართველოში; მუშაობდა ქ. ტაგანროგში, საავიაციო ქარხნისა და ქარხანა "კრასნი კატელშიკის" მშენებლობაზე; 1966-1970წწ. როსტოვის N469 საკავშირო ხიდმშენ მატარებელში, როსტოვისა და ბატაისკის ხიდების მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1974-1977წწ. ხელმძღვანელობდა "პიატიგორსკ-ესენტუკ-კისლოვოდსკის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე გზაგამტარისა და ხიდების მშენებლობას; 1977-1980წწ. კისლოვოდსკის N6 სამშენებლო სამმართველოს; 1983 წელს გადმოყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროში განყოფილების უფროსად; მის მიერ აშენებულ-რეკონსტრუირებულ ობიექტებს შორისაა: მდინარე ცხენისწყალზე აშენებული ხიდი (მის ბურჯებში, პირველად საქართველოში, 1,6-მეტრიანი მრგვალი მილები გამოიყენეს), კისლოვოდსკში შემავალი ყველა ახალი საავტომობილო გზა და მთავარი ხიდი, კისლოვოდსკის სახელმწიფო თეატრი (რეკონსტრუქცია), სენაკის მექანიკური ქარხანა, საქართველოს რიგი სასოფლო-სამეურნეო და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები; მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სოფელ ნოსირში აშენდა კულტურის სახლისა და სასოფლო საბჭოს შენობები, გზაგამტარი (სამრეწველო ზონასთან), გაიყვანეს სატელეფონო ქსელი, დაპროექტდა მიწისქვეშა გასასვლელი რკინიგზის ბაქანთან, აიგო ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი და სპორტული კომპლექსი აუზით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.465-466; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.94 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |