Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ოდიშარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1931 წელს. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გზათა სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1931-1941წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გზებისა და ხიდების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; 1941-1945წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მშენებლობათა სამმართველოს უფროსად; 1945-1951წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობის უფროსად; 1951 წელს დაინიშნა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტის" დირექტორად; ხელმძღვანელობდა "ზუგდიდი-მესტიის", "მაიაკოვსკი-საირმეს", "ლანჩხუთი-ქობულეთის", "სურამი-ძირულას" საავტომობილო გზების, ქობულეთის სამხედრო აეროდრომის, "სოხუმი-თებერდის" (ქლუხორის უღელტეხილზე) სტრატეგიული, "გაგრა-განთიადის" (გაგრის ზონაში) და "ადლერი-ხოსტის" საავტომობილო გზების მშენებლობას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.466; ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.24-26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |