შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტროგრადი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს და თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა. იყო თბილისის კონსერვატორიის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე. აღზარდა ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა არაერთი თაობა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის, ქართველ და კავკასიელ მხატვართა შემოქმედების, ხელოვნების ესთეტიკისა და თეორიის საკითხებზე. გამოსცა მონოგრაფიები ს. ქობულაძეზე, ი. ნიკოლაძეზე, აპ. ქუთათელაძეზე და ს. კაკაბაძეზე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. სტომატოლოგის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ აპოლონ ურუშაძის შვილი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |