The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მახარობელ ურუშაძე

მახარობელ ურუშაძე
Other name:მახარებელ ურუშაძე
Date of birth:1788
Date of death:1861  (at 73 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

მახარობელ ურუშაძე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V-ის (სამთავროს მართავდა 1810-1826 წლებში) მეგობარი და თანამოაზრე. 1807-1808 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სეპარატისტი ფეოდალის, ლანჩხუთის მოურავის ზუბაიდელ ჟორდანიას წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ზუბაიდელის დამარცხებით და სამთავრო ხელისუფლების განმტკიცებით დასრულდა. 1810 წელს, სამთავრო ტახტზე ასვლისთანავე, მამია V-მ მახარობელ ურუშაძეს უბოძა ლანჩხუთის მამასახლისობა ("ხელოსნობა") და ზუბაიდელ ჟორდანიასეული მამული მასზე მოსახლე გლეხებით. მომდევნო წელს მას ებოძა მეორე სახელო-გურიელების სოფელ ლესას მამულის მოურავობა. მახარობელ ურუშაძე იყო თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ 1810-1812 წლების ბრძოლების და რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის აქტიური მონაწილე. სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპორუჩიკის წოდებით. მხედრული წარჩინებისათვის მიღებული ჰქონდა: წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი, წმინდა გიორგის I და II ხარისხის მედლები, ვერცხლის მედალი "თურქეთის 1828-1829 წლების ომში გამოჩენილი მამაცობისათვის" და ე. წ. "გიორგის ხმალი" მამაცობისათვის. მისი მეუღლე იყო მარგარიტა (მართა) თავდგირიძე (იმერეთის მეფის დავით II-ის შვილიშვილის შვილი). მახარობელ ურუშაძის შთამომავლები არიან პროფესორები აპოლონ ურუშაძე, იგორ ურუშაძე და ზურაბ ურუშაძე პოლიტიკური მოღვაწე ავთანდილ ურუშაძე, ჟურნალისტი მარგარიტა ურუშაძე, ხელოვნებათმცოდნეები ლიორა ურუშაძე და პაოლა ურუშაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ურუშაძე. გურიის სამთავროს აზნაური, XIX საუკუნის ქართველი სამხედრო მოღვაწე.

წყარო: არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში (ატლასითურთ) / დიმიტრი ბაქრაძე.-ბათუმი, 1987.- გვ.277


Share: