შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კუჭავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის მინა-კერამიკის სპეციალობით 1977 წელს. 1978-1979 წწ. მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში; 1980 წლამდე მოღვაწეობდა ქ. თბილისში, შემდეგომ დაბრუნდა ქ. სოხუმში სადაც შექმნა არაერთი ნამუშევარი და ნაკეთობა. 1993 წლიდან, იძულებით დატოვა ოჯახითურთ აფხაზეთი. მოღვაწეობა განაგრძო ქ. სენაკში. 1996 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 2012 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო ქ. ბათუმში; ძირითადი ნამუშევრები: "განგაში" (1993), "ძველი თბილისი" (1995), "დატირება" (1995), "სვანეთი" (1995), "ჩანჩქერი" (1998), "მედუდუკე" (2006), "ნატურმორტი" (2013), "ჰარმონია" (2016), "ბერმუხა" (2016), "უფალი არ გაგვწირავს" (2017), "სოხუმი" (2018), "ქალის მანდილი" (2018). გამოფენებში მონაწილეობს 1979 წლიდან: ქ. თბილისი (1979, 1985, 2001), ქ. ზუგდიდი (1981, 1982), ქ. სოხუმი (1981, 1985, 1987), ქ. კიევი (1983-1984), ქ. ბათუმი (2014, 2015, 2017, 2018). ფერმწერი, მხატვარ დეკორატორი. წყარო: ქართველი მხატვრები = Georgian artists : ალბომი / საქ. მხატვართა კავშირი.-თბ.,2015.-გვ.300 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |