Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ოდიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. 1964-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" უფროს ტექნიკოსად; 1965-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილების უფროს ტექნიკოსად; 1968-1971წწ. საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") კუჩერენკოს სახელობის ცენტრალური სამშენებლო სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტი; 1972 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1971-1986წწ. თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტ "თბილზნიეპის" საინჟინრო გათვლების მექანიზაციის განყოფილების გამგე; 1972-1992წწ. მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე დოცენტად; 1986-1996წწ. მუშაობდა სამეცნიერო-საპროექტო-საკონსტრუქტორო ცენტრის "მშენინდუსტრიის" დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1996-2003წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, მეცნიერების კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად; 2003 წლიდან საკონსულტაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და საპროექტო ფირმა შპს "კონექსის" მთავარი ინჟინერია; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ნაგებობების გაანგარიშებებში და პროექტირების მეცნიერულ თანძღოლაში; წლების განმავლობაში იყო საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს ექსპერტი. მშენებლობის ექსპერტთა საქართველოს ასოციაციის წევრი და მშენებლობის ექსპერტია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.466-467; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.160 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |