Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ოთარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს. 1961 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; 1962 წელს მივლინებული იყო ყაზბეგში, წისქვილკომბინატის მშენებლობაზე; 1967-1969წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო კომბინატ "საქნახშირის" მაღაროთა სამმართველოს "ახალციხენახშირის" N4 და N1 შახტების მიწისქვეშა სამუშაოების სამთო ოსტატი და უბნის უფროსი; სსრ კავშირის ხე-ტყის მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "სახტყეტრანსპორტის" თბილისის ფილიალის უფროსი ინჟინერი; 1969-1971წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სომხეთჰიდროენერგომშენის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სამთო ოსტატად, თათევის ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობებისა და სადერივაციო გვირაბების მშენებლობაზე, აშოტავანის უბნის უფროსის მოადგილედ და უბნის უფროსად; 1971-1987წწ. იყი საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ახალი ტექნიკისა და მშენებლობისმექანიზაციის განყოფილების უფროსი ინჟინერი, მშენებლობის ორგანიზაციისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ინჟინერი; 1987-1989წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სახარჯთაღრიცხვო-სახელშეკრულებო სამმართველოს და1989-1997წწ. საქართველოს სამეცნიერო-საპროექტო გაერთიანება "საქსამოქმრეწვმშენის" სახარჯთაღრისხვო ნორმირებისა და ფასწარმოქმნის სრულყოფის სამსახურს; 1997 წლიდან სს "მშენებელ-1996"-ის დირექტორის მოადგილე და სახარჯთაღრიცხვო ნორმირებისა და ფასთწარმოქმნის სრულყოფის სამსახურის უფროსია; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.467-468 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |