Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ოთარაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული რესტავრაციის ფაკულტეტი 1979 წელს. მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს "ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში"; თბილისში გამართულ არქიტექტორთა პირველ საერთაშორისო ბიენალეზე (1988) მიიღო სიგელი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: "ბეთლემის" ზედა ეკლესია (კვლევა), წრომის ტაძარი (რესტავრაცია), მრავალძალის "წმ. გიორგის" ეკლესია (აღდგენა-რესტავრაცია), ხობის არქიტექტურული კომპლექსი, ცაიშის პალატა, ჯუმათის არქიტექტურული კომპლექსი, ხოტევის "მაცხოვრის სახელობის ეკლესია", სხალთის არქიტექტურული კომპლექსი, მარტვილის ტაძარი, ჩიქოვანების მცირე ეკლესია და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.468 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |