Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1915 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1919 წლიდან ბერლინისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა პოლიტეკონომიას. გერმანიაში კარლ დიელის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია მარქსიზმის თეორიაში. მოგვიანებით, ბერლინში გახდა ვერნერ სომბარის მოწაფე. მიხეილ ხუნდაძე, ქართველი ახალგაზრდების სახელით, მონაწილეობდა ევროპის სოციალ–დემოკრატთა კონგრესში. 1924 წელს, სამშობლოდან განდევნილმა მიხეილ ხუნდაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი. იგი პარიზის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი გახდა და მუშაობა დაიწყო ფრანგული მრეწველობის გიგანტში–სიტროენის ქარხანაში. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. აქვეყნებდა წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში, კერძოდ, სოციალ–დემოკრატიულ ჟურნალ–გაზეთებში. მისი წიგნი – "1917 წლის თებერვლის რევოლუცია (სოციალ–დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ – ირაკლი წერეთელი ლენინის წიმააღმდეგ)"– გამოიცა მიხეილ ხუნდაძის გარდაცვალების შემდეგ პარიზში, 1988 წელს ფრანგულ ენაზე. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სოციალისტური ფრთის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |