შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გვარამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1963წწ. იყო ფოთის ნავსადგურის იურისკონსულტი; 1963-1966წწ. ფოთის შს განყოფილების გამომძიებელი; 1966-1972წწ. საქართველოს შს სამინისტროს უფროსი გამომძიებელი; 1972-1983წწ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი; 1983-1987წწ. თბილისის I მაისის შს რაიონული განყოფილების უფროსი; 1987-1989წწ. თბილისის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1989-1990წწ. საქართველოს შს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1990-1994წწ. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; 1994-1999წწ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2003-2014წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი; უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლე, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარებში "საქართველოს პარლამენტი" (1990-2006, 1999-2003), "საქართველო - 21-ე საუკუნის დასაწყისი". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.115; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 118 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |