The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოკი დადიანი

კოკი დადიანი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ დადიანი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1878
გარდაცვ. თარიღი:1939  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წყემი (მაშინდელი სენაკის მაზრა), ახლანდელი აბაშის რაიონი.

ოჯახში მის აღზრდა–განათლებას ხელმძღვანელობდა პოლონელი ემიგრანტი დომბროვსკი. შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 20 წლის კოკი დადიანი სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს, იგი ამ თანამდებობაზე ექვსჯერ იყო არჩეული. 1904 წელს "პეტერბურგსკიე ვედომოსტის" იანვარ–თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოკი დადიანის პოლემიკური წერილი ვოსტორგოვის წინააღმდეგ. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კავკასიის მთავარმართებლის დავალებას ასრულებდა, ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას და ავტონომიის ჩამოყალიბებას. თავადაზნაურთა ახალგაზრდა წინამძღოლმა დამაჯერებელი არგუმენტებით, მოსახლეობის სახელით, თანამოაზრეებთან ერთად სასტიკად გაილაშქრა ვოსტორგოვის წინააღმდეგ და ცარიზმის ეს მზაკვრული გეგმა ჩაიშალა. 1917 წლამდე კოკი დადიანი იყო ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ გაერთიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. მას უშუალო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მოქმედ "საქართველოს გამათავისუფლებელ კომიტეტთან". 1917 წელს გერმანული წყალქვეშა ნავით შემოტანილი იარაღი მის მამულში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში კოკი დადიანი მსახურობდა დავით მიქელაძის ასეულში და მონაწილეობდა იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში. ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ კოკი დადიანმა მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და უმცროს შვილებთან ერთად, 1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პარიზში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების - "თეთრი გიორგისა" და "ქართლოსოს" წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. ბაბო და მიხეილ (ბუჭუ) დადიანების მამა.

წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია/ შარაძე გურამ, ტ. 8. –თბ., 2005. -გვ. 67–92; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.111


გააზიარე: